მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს.
მათთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, კურსდამთავრებულები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მასწავლებლებს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს და სურვილები გაცვალეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ეს დღე ძალიან ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე იყპ. კლასის დამრიგებლის, ირინა ინასარიძის ხელმძღვანელობით მეთორმეტეკლასელებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება ქართულ და სომხურ ენებზე წარიმართა.
სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა და კლასის დამრიგებელმა - ირინა ინასარიძემ კურსდამთავრებულებს „ბოლო ზარი“ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ბოლოს, მოსწავლეებმა მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს მასწავლებლებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები