სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება 
02-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.

მათ შორის აღსანიშნავია, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „26 მაისი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა“.

ღონისძიება ისტორიის მასწავლებელმა, ნაირა ყურშუბაძემ Vl კლასში ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, მოკლედ მიმოიხილეს ისტორიული ფაქტები, წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, ცეკვითა და სიმღერით დაამშვენეს ღონისძიება და პატრიოტული სულისკვეთებით სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზეს.

ღონისძიების მიწურულს კლასის ხელმძღვანელმა სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სიმბოლური სიგელები გადასცეს.

კლასის დამრიგებელი თამილა დუმბაძე გახლდათ.

„სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლოდ ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი. სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო“, - ეს ფრაზა თან სდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება