მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის უფროსკლასელებმა პროექტი: „მოვიარე საქართველო“ განახორციელეს, რომლის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა დაიგეგმა.
პროექტის დასკვნით ეტაპზე ისინი ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრნენ.
ისინი ამ ადგილების ისტორიულ მნიშვნელობას გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
„მოსწავლეებმა იხილეს კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, საოცარი რაბათის ციხე, საფარა, მთების უბეში შედგმული მწვანე მონასტერი, ლეგენდარული ხერთვისი, ბორჯომის მშვენიერება“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნული სანახაობებით მოსწავლეები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებები აღივსნენ.
„27-28 მაისი ერკეთელ ახალგაზრდებს არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან ამ დღეებში მოიარეს საქართველო, მრავალჭირგადახდილი ტაო-კლარჯეთი და ყოველთვის სიამაყით და მადლიერებით მოიხსენიებენ ღირსეულ წინაპრებს, რომ შეგვინარჩუნეს სამშობლოს მიწის ყოველი გოჯი. მთავარი მაინც მამული არის... დიდი მადლობა მშობლიურ სკოლას საქართველოს მოვლაში ფინანსური დახმარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები