მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში ბავშთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ლამაზი და ფერადი დღესასწაული მოეწყო.
ეს დღე სკოლაში შთამბეჭდავად აღინიშნა, მოსწავლეებმა ბევრი იცინეს, იმხიარულეს და ერთმანეთს 1-ელი ივნისი დიდი სიყვარულით მიულოცეს. მოსწავლეებს ესტუმრნენ ზღაპრის გმირებიც, რომელთაც ბავშვები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსი გაიაზრეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დაარსების ისტორიას გაეცნენ და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები