სიახლეები
სკოლები

საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში
02-06-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ბავშვები ასევე მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტში ერთვებიან, მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავენ და ცოდნას იღრმავებენ.

ასევე, სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა უცხო ენების სწავლებას.

სკოლაში უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები გაიმართა. მოსწავლეებმა უცხოური ენების ცოდნა წარმოაჩინეს.

სკოლაში ასევე ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზო ნახატებით გაალამაზეს.

მოსწავლეები ასევე, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო ადგილებს სტუმრობენ და ინფორმაციულ შეხვედრებს ესწრებიან. შეხვედრებზე ისინი საჭირო ინფორმაციას იღებენ და ცოდნას იმდიდრებენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა პარლამენტში მოეწყო, სადაც IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

„პარლამენტში სტუმრობა მეტად საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მანანა მარგიანი იყო.

„საუცხოო იყო ეს დღე. იმედია გავამართლებთ მომავლის იმედებს და ჩვენც ვისხდებით სხდომათა დარბაზში სხვადასხვა სტატუსით, რათა უკეთესობისკენ შევცვალოთ საქართველო. ამ შესაძლებლობისათვის, კი მადლობას ვუხდით სამოქალაქო განათლების უსაყვარლეს პედაგოგს მანანა მარგიანს. მადლობა ორგანიზებისთვის მარიამ აბრამიშვილს, თანადგომისთვის, ამ დღის ჩვენთან ერთად გაზიარებისთვის სასწავლო ნაწილს - მზექალა ჩარკვიანს და ჩვენი სკოლის მხიარულ პედაგოგს ეკა გიგანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები ასევე მონდომებით აღნიშნავენს მნიშვნელოვან თარიღებს.

მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეც არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა.

26 მაისთან დაკავშირებით მე-6 კლასში საკლასო ღონისძიება ჩატარდა.

მათ ამ დღის მნიშვნელობა აღნიშნეს და დამოუკიდებლობის არსი კიდევ უფრო ღრმად გაიაზრეს.

სკოლაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.

ამის მაგალითია, ის ექსკურსიები, რომლებსაც მათთვის აწყობენ.

ბავშვები ამჯერად, სტუმრად იაკობ გოგებაშვილის სახლ - მუზეუმში იმყოფებოდნენ სადაც დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლაში ასევე დედაენის კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებში, კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსები ჩატარდა.

უფროსკლასელებმა შექმნეს პრეზენტაციები და კედლის გაზეთი. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში ასევე დიდი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით საკითხებს.

სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოებას დედამიწის დღეც არ დარჩენია ყურადღების მიღმა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა ნახატების გამოფენა, პრეზენტაციები და ბოლოს ინგლისურის მასწავლებლის - ეკა ხარაიშვილის ორგანიზებით მოეწყო სკოლის შემოგარენის დასუფთავება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავებაში ბავშვებთან ერთად სკოლის მანდატურები და მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

სკოლაში ზეიმის გარეშე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაც არ ჩაუვლია.

„ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერ ცხოვრებას! გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები ამ დღეს საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ისინი ამ დღის მნიშველობას გაეცნენ.

„უღრმესი მადლობა თითოეულ მოსწავლეს პროექტის მხარდაჭერისთვის! დიდი მადლობა ვიდეოს მონტაჟისთვის თათია ჩირგაძეს, ტექნიკური დახმარებისთვის დიდი მადლობა დირექციას - ირმა ბერიძეს, მზექალა ჩარკვიანს და ეკა გიგანს და რაღა თქმა უნდა XI კლასის მოსწავლეებს მუდმივად გვერდით დგომისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 

 

 
 
 
 

 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი მაქსიმალური ქულა და რომელია ის 4 საგანი, რომელშიც უმაღლესი ქულის მირება მხოლოდ თითო აბიტურიენტმა შეძლო

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება