მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვნად აღინიშნა.
მეთერთმეტე კლასის ინიციატივით, სკოლაში სახალისო, მუსიკალური და სპორტული ღონისძიებები მოეწყო, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო.
მოსწავლეებმა სკოლის ეზო ფერადი ბუშტებით გააფორმეს, მუსიკალური წარმოდგენები დადგეს, ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ და ეს დღე დიდი სიხარულით იზეიმეს.
სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსა და დამრიგებელს კრეატიული და საინტერესო ინიციატივისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები