სიახლეები
სკოლები

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
05-06-2023
-
+


ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„როგორ სწრაფად გაირბინა თორმეტმა წელმა! თითქოს გუშინ იყო პატარები, ჩვენს საკლასო ოთახში რომ იზრდებოდით და დღეს, პირველ ნაბიჯებს დგამთ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.
ვფიქრობ, სკოლაში გატარებული წლები ლამაზ მოგონებად გაგყვებათ ცხოვრების გზაზე .
რა ბედნიერი ვიქნებოდი, თქვენს გვერდით ჩვენი თვალხატულა გოგო, ანა მუკბანიანი რომ ყოფილიყო. მჯერა, მისი სული ჩვენთან ერთად იყო და ზეციური საუფლოდან გლოცავდათ.
რა ბედნიერი ვიქნებოდი, ჩვენთან ჩვენი საამაყო, მაყვალა მასწავლებელი რომ ყოფილიყო, რომელიც თავის მადლიან ლოცვას გაგატანდათ საგზლად. ისიც ზეციური საუფლოდან დაგლოცავთ.
მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მეორე ოჯახის, სადაც 12 წელი გაატარეთ, პირველი საჯარო სკოლის ჭერქვეშ, თქვენს საკლასო ოთახში ყოველთვის სიყვარულით, მონატრებით დაგელოდებათ თქვენი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ნანა მასწავლებელი.
ილია ჭავჭავაძეს უთქვამს - „ყველაზე დიდი სიმდიდრე დროა, ყველაზე კარგი მასწავლებელი ცხოვრებაო“. გამოიყენეთ დრო მიზანმიმართულად, ხოლო შეცდომებზე ისწავლეთ.
მინდა, შეგეძლოთ ცხოვრების აღმართ-დაღმართებზე გაბედულად სიარული და ღირსეულად გზის გაგრძელება. გახსოვდეთ, ყველაზე დიდი პროფესია, რასაც არ უნდა დაეუფლოთ, არის ადამიანობა. იყავით ადამიანები!
გლოცავთ, გისურვებთ, თქვენი ბედის ჩარხს მუდამ წაღმა ეტრიალოს. იყავით ჯანმრთელები, წარმატებულები და უსაზღვროდ ბედნიერები - თქვენი ნანა მასწავლებელი“,- ვკითხულობთ პედაგოგ ნანა წერეთლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება