სიახლეები
სკოლები

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვნად აღინიშნა
05-06-2023
-
+


თბილისის N117 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, eTwinning-ის პროექტის - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“, მონაწილე კლასების მოსწავლეებმა, თანატოლებისა და უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოაწყვეს.

მონაწილეებმა, პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და საჩუქრად თავიანთი ხელით დამზადებული აქსესუარები და ტკბილეული გადასცეს.

ბავშვები მხიარულად და ხალისიანად შეხვდნენ ამ დღეს.

ღონისძიებაში, ჩართულნი იყვნენ: I,III, V, VIე, გ, VIIა,დ, VIII, IX და X კლასების მოსწავლეები. პროექტში - „აჩუქე წიგნი - აჩუქე განათლება“, რომლის ორგანიზებითაც ღონისძიება ჩატარდა, ჩართულები არიან პედაგოგები: ნაზი კობახიძე, ლიზა ცუცქირიძე, ნონა ივანიშვილი, სოფო ლაღიძე, დოდო სეფაშვილი, ლელა ესიავა, ეთო ჯიმუხაძე, ხათუნა ფარულავა, ხათუნა სულიაური.

„ყველა ბავშვს, გისურვებთ ულევ სიხარულს, ლაღ ბავშვობას და წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება