სიახლეები
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს
05-06-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ანა ანუშიძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს. საგანმანათლებლო ვიზიტი „კონსტიტუციის გაცნობისა და შესწავლის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, თემაზე - „საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციები“, განხორციელდა. 
 
მოსწავლეებს უმაღლესი საბჭოს შენობაში გაცნობითი ხასიათის ექსკურსია და ინტერაქციული ლექციები ჩაუტარდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეათეკლასელებმა აღნიშნეს, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღების მნიშვნელობა, წაიკითხეს საქართველოს, აჭარის ა/რ და აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციების პრეამბულები, თითოეული კონსტიტუციის, ზოგადი დებულების თავებიდან ამონარიდები, ისაუბრეს კონსტიტუციების აგებულებაზე და მათ ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და განვითარების საქმეში.

მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ინტერაქციულმა ლექციებმა, პრეზენტაციებმა თემებზე: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ისტორია, ქართული კონსტიტუციონალიზმის საფუძვლები, სახელმწიფო მოწყობის საკითხები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი და ფუნქციები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობები და ავტონომიური რესპუბლიკის როლი სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში; კეთილგანწყობილმა გარემომ, ინკლუზიურმა სერვისებმა (წარმოადგინე ან/და შეუერთდი პეტიციას, გააკეთე კომენტარი კანონპროექტზე, მიმართე უმაღლეს საბჭოს, დაესწარი სხდომას, ჩანიშნე შეხვედრა დეპუტატთან, მოითხოვე ელექტრონული საშვი, გაეცანი აჭარის ბიუჯეტს, ჩაერთე საზედამხედველო საქმიანობაში, მიიღე მონაწილეობა საჯარო კონსულტაციებში), რომლებიც ყველა მოქალაქის ჩართულობას უზრუნველყოფს, და რა თქმა უნდა, ისტორიული შენობის განუმეორებელმა ექსტერიერმა.

ვიზიტმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს. 

„გარდა იმ აქტივობებისა, რომელიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს, მათ უმაღლესი საბჭოს შენობაში ჩაუტარდათ გაცნობითი ხასიათის ექსკურსია, ინტერაქციული ლექციები. მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული მრავალფეროვანი ბუკლეტები და ბროშურები. კეთილგანწყობილი მასპინძლობისთვის, საინტერესო ლექციებისა და ინფორმაციული ინტერაქციისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ვლადიმერ მგალობლიშვილს, აჭარია ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროს, ბატონ დავით ბერიძეს, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, მოქალაქეთა ჩართულობის განყოფილების უფროსს, ქალბატონ ცირა ხაჯიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება