სიახლეები
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
05-06-2023
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და ბეჯითი მოსწავლეები გამოწევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი „აზროვნების აკადემიისა“ და ნაძალადევის გამგეობის თაოსნობით განხორციელებულ პროექტში - „წიგნი-ერი“, მონაწილებდნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, შედეგად კი სკოლამ 1- ლი ადგილი მოიპოვა ნომინაციაში - „როგორ ვწეროთ მოთხრობა“ - გურამ მეგრელიშვილის მასტერკლასი.

გამარჯვებული მოთხრობის ავტორია მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ბაქრაძე. მან დიპლომთან ერთად, საჩუქრად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან 300-ლარიანი ვაუჩერი მიიღო. ელენე ხუროშვილმა კი ორიგინალური, საინტერესო და შთამბეჭდავი მოთხრობისათვის სამახსოვრო დიპლომი დაიმსახურა. პროექტში
მონაწილე ფინალში გასული მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები - მარიამ ბედოშვილი და მარიამ მოდებაძე სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ, საინტერესო თემატიკის ესეებისათვის.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალში. ამგვარი არაფორმალური ატმოსფერო სხვაგვარად ჩააფიქრებს მოზარდს, უბიძგებს უკეთესისაკენ. „წაიკითხე წიგნები, უკეთესი იქნები“ - კვლავაც ძალაშია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება