მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებასა და მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭერენ.
ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასელის - ლუკა გვარამაძის წარმატებას აღნიშნავენ.
მეთერთმეტეკლასელი, StarAcademy - ის მოსწავლეთა საგანმანათლებლო სასკოლო გაცვლითი პროგრამის მონაწილეა და ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლუკა გვარამაძე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.
ის დაჯილდოებულია პერსონალური კომპიუტერით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში (პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ,რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა) იგი ასევე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში, წარმატებით მონაწილეობდა CENN-ისა ( კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) და Education USA Georgia-ს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნული მოსწავლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი - „ერთად ბარალეთისთვის“, რომელიც გარემოსდაცვითი ღონისძიებებს ახორციელებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, ამერიკულ სკოლაში წასაღებად, ქართული დროშა გადასცა.
„სკოლა ულოცავს ლუკას მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები