სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა მოემზადონ მოსწავლეები ტესტირებისთვის
29-08-2016
-
+


ტესტის ჩაბარება მხოლოდ ბავშვს კი არა, მშობელსაც ანერვიულებს. ბრიტანელმა მასწავლებელმა მისის ტომმა კი ისეთი მეთოდი მოიგონა, რომელიც ბავშვსაც მშვიდად მისცემს ტესტის ჩაბარების საშუალებას და მშობელიც დაწყნარებულია. 

ბრიტანეთში მეოთხე კლასის დასრულება მნიშვნელოვანი ტესტირებით მთავრდება. რაშია მათი სირთულე? იმაზე, თუ როგორ ჩააბარებს ბავშვი ტესტს დამოკიდებულია მისი არჩევანი და მომავალი სწავლის პერსპექტივა. ეს შეფასება დაძაბულობასა და ნერვიულობას იწვევს ბავშვებში და, რა თქმა უნდა, მათ მშობლებშიც, რომლებმაც სპეციალური მოძრაობაც კი ჩამოაყალიბეს სახელწოდებით "მიეცით ჩვენს შვილებს ბავშვობის უფლება". 

მღელვარების ფონზე დამოუკიდებელმა სოციოლოგებმა კვლევაც ჩაატარეს, სადაც დადგინდა, რომ მოსწავლეების 90 პროცენტი ძალიან განიცდის ტესტირების შედეგებზე: კერძოდ 59% - ძალიან ნერვიულობს, 27%-ს - სტრესის აშკარა ნიშნები აქვს, 17% - დათრგუნულია, 16%-ს კი უძილობა აღენიშნება. 

მისის ტომი დაწყებითი კლასების პედაგოგია. ტესტირების წინ უქმეებზე მოსწავლეებს საშინაო დავალება მისცა, რომელიც უკვე საჯაროა და მილიონობით მოწონებაც დაიმსახურა. წარმოგიდგენთ ამ დავალებას:

"რამდენიმე დღე რჩება ტესტირებამდე. ამიტომ, დროა, დასვენების დღეები ჭკვიანურად გამოიყენოთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი შეასრულოთ ჩამონათვალიდან: 
ისეირნეთ ველოსიპრდით ან სკუტერით;
წაიკითხეთ წიგნი;
უყურეთ საყვარელ ტელეგადაცემას;
გაიღიმეთ;
მიირთვით საყვარელი ტკბილეულობა და ნაყინი;
გაატარეთ მეტი დრო საყვარელი ადამიანების გვერდით;
იცინეთ წაქცევამდე;
გაისეირნეთ და დატკბით ამინდით;
შეეცადეთ გაემგზავროთ ქალაქგარეთ ან იცუროთ; 
გამონახეთ დრო საყვარელი ჰობისთვის;
დაისვენეთ;
შეხვდით მეგობრებს;
ირბინეთ დაქანცვამდე;
მოამზადეთ რამე გემრიელი;
შეჭამეთ კიდევ უფრო მეტი ნაყინი ან რამე გემრიელობა;
ითამაშეთ ბაღში;
აკეთეთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებათ. 

თუ გრძნობთ, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, ეს მისასალმებელია. ეცადეთ, თითოეულ პუნქტს საათზე მეტი არ დაუთმოთ. 

გახსოვდეთ: არ უნდა ინერვიულოთ - თქვენს მაგივრად ყველაფერს მისის ტომი გააკეთებს. თქვენ ყველანი საოცარი ბავშვები ხართ და მე ვამაყობ თქვენით". 

პოსტი "ფეისბუქში" იყო გამოქვეყნებული და უამრავი გამოხმაურება მოჰყვა მშობლების მხრიდან. ისინი აღფრთოვანებულნი იყვნენ პედაგოგის მოწოდებით. მშობლები წერდნენ, რომ მისის ტომი სულით პედაგოგია და ბედნიერები არიან, მათი შვილები მის კლასში რომ მოხვდნენ და მასთან მიიღეს დაწყებითი განათლება. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება