სიახლეები
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს არაერთი საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
05-06-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში, მაია მაჭარაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა. 

ისინი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ „ბავშვთა უფლებების კონვენციას“ და იმსჯელეს თითოეული მუხლის მნიშვნელობაზე, მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება-განხილვა, სადაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვის ძირითადი უფლების დარღვევის ფაქტებსა და მათი პრევენციის გზებზე.

გარდა ამისა, მოსწავლეებისა და მასწავლებელების ჩართულობით, სახალისო აქტივობა - „ჩვენც ბავშვობიდან მოვდივართ“ განხორციელდა, სადაც უფროსებმა საკუთარი ბავშვობა გაიხსენეს, ხაზი გაუსვეს საკითხთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ასპექტებს. აღნიშნული აქტივობა ინტერქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოეწყო სახალისო ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეებს, მასწავლებლები ბავშვობის ფოტოებით უნდა გამოეცნოთ, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური სათამაშოებით.

ასევე, სკოლის მასშტაბით, ასფალტზე ხატვა მოეწყო, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თავინთი გზავნილები და სურვილები გამოხატეს. 
ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი - „თაობათა დიალოგი" (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორაგნიზაციას იმერეთში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება