მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და ბავშვებს 1-ელი ივნისი ასე მიულოცეს.
ამის შემდგომ კი მათ სკოლის ეზოს შესასვლელი ფერადი ცარცებით მოხატეს და გაალამაზეს.
მოსწავლეები ასევე ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
აღნიშნულ აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
დღე მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები