სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
05-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ბათუმში, აჭარის ნაკრების დაკომპლექტების მიზნით, მაგიდის ჩოგბურთში, ტურნირი ოთხ ასკობრივ ჯგუფში, გოგონათა და ვაჟთა შორის ჩატარდა.

ტურნირში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში ხულოს მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდიც ჩაერთო. სწორედ ამ გუნდში თამაშობდნენ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლას არაერთი გამარჯვება მოუტანეს. 

მათ ამჯერადაც ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და წარმატებას მიაღწიეს. აჭარის ნაკრების შემადგენლობაში შევიდნენ და საქართველოს პირველობაზე მონაწილეობას მიიღებენ, ვაჟთა შორის მესამე კლასის მოსწავლე მურად ბერიძე და გოგონათა შორის ელისაბედ კოჩალიძე. მათი მწვრთნელი გია ბოლქვაძეა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„საქართველოს პირველობაზე მონაწილეობას მიიღებენ 11- წლამდე დაბადებულ ვაჟთა შორის განახლების საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე მურად ბერიძე და 13- წლამდე დაბადებულ გოგონათა შორის ელისაბედ კოჩალიძე. სკოლის ადმინისტრცია მადლობას უცხადებს ახალგაზრდა, ენერგიულ, შრომისმოყვარე პედაგოგს გია ბოლქვაძეს, ჩვენივე სკოლის მოსწავლეებს, ნაკრებ გუნდში შემავალ ყველა მონაწილეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

 საჯარო სკოლები კვალიფიციური სპეციალური კონსულტანტ-მასწავლებლებით დაკომპლექტდება

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება