მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო აქტივობები და პროექტები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში ბუნებისმეტყველებაში კონფერენცია თემაზე - „თამბაქო“ ჩატარდა.
მოსწავლეები: ნიკოლოზ მაისურაძე, ტასო მიქაძე და მარიამ ფაფაკერაშვილი კონფერენციაზე თემებით წარდგნენ, სადაც თამბაქოს მავნებლობაზე ისაუბრეს.
პედაგოგმა ხათუნა გოგალაძემ კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
მე-6 კლასელები ასევე სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად არიან ჩართულნი. მათ არც მე-12 კლასელები დაივიწყეს.
მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ მე-12 კლასის მოსწავლეები „ფლეშმობით“ გააცილეს.
მათ აღნიშნულ დღეს ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
„მათ გზა დაულოცეს კურსდამთავრებულებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები