მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება თემაზე - „დიახ, გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან“.
ღონისძიება მე-6 კლასის დამრიგებლის - მაია რიჟამაძისა და მე-3 კლასის დამრიგებელ ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მხატვრულად წარუდგინეს - იოსებ ნონეშვილის ლექსი „ღმერთი და ხელები“.
შემსრულებლები: წამყვანები - მარიამ ფაფაკერაშვილი და სერგი კურტანიძე; ღმერთის როლის შემსრულებელი - საბა ბლიაძე, ქართველები - ნიკოლოზ მაისურაძე და ტასო მიქაძე. ბოლოს შესრულდა ცეკვა ქართული.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები