მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისთვის პორტფოლიოს წარდგენის ვადა ამოიწურა. ამჯერად პედაგოგები eschool-ში მასწავლებლის სახლის მიერ შეფასების პერიოდის ასახვას ელოდებიან.
წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს თუ პორტფოლიოს სამი მიმართულებიდან თუნდაც ერთ-ერთი დადებითად არ შეუფასდებათ, მათ კანონი პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრების უფლებას აძლევს.
რა ვადაში უნდა გაასაჩივროთ თუ პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეგიფასდებათ და ვის უნდა მიმართოთ საპრეტენზიო განაცხადით?
მასწავლებელმა პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით უნდა მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.
ცენტრი თავად ქმნის საპრეტენზიო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებაში.
საპრეტენზიო კომისია იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას: ან უარს აცხადებს საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე, ან სრულად აკმაყოფილებს მასწავლებლის პრეტენზიას, ან საპრეტენზიო განაცხადს აკმაყოფილებს ნაწილობრივ.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ