მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების, ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა - „საქართველო ლამაზო“ გახლდათ.
„გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფლიბჩარტებზე - „ლეპბუკების“ მეთოდით ისაუბრეს და წარმოადგინეს საქართველოს ისტორიულ - ეთნოგრაფიული მხარეების ბუნება, ხელოვნების ძეგლები და უნიკალური ენობრივი დიალქეტები“
გაკვეთილს პედაგოგები - ირინე მილორავა, მაია ფხაკაძე და ნესტან მანასიანი ხელმძღვანელობდნენ.
„ლეპბუკი (lapbook) ინფორმაციის გადმოცემის და ორგანიზების ძალიან ორიგინალური და ინოვაციური საშუალებაა, ამავე დროს ლამაზიცაა და სასარგებლოც“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები