სიახლეები
სკოლები

„თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევები“- კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
06-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ, ამ მიმართულებით კი, სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება. 

ამჯერად კი, გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე - „თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევები“ იმუშავეს და გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, პროექტის პრეზენტაცია გამართეს. მისი ხელმძღვანელები ინგლისური ენის მასწავლებელი - ქეთევან ვასაძე და ბუნების მასწავლებელი - ხათუნა თხილაიშვილი იყვნენ. 

პროექტში ჩართული იყო სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე. მოსწავლეებმა სხვადასხვა საკითხზე იმუშავეს, გაეცნენ თანამედროვე გარემოსდაცვით გამოწვევებს და პრეზენტაციები გამართეს. გარდა ამისა, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, როლური თამაშები შეასრულეს. მოირგეს სხვადასხვა როლი, რათა უფრო მეტად გაეცნობიერებინათ ამ დღის მნიშვნელობა.

პროექტის პრეზენტაციას სოფლის გამგებელი - სულხან შავიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მოუსმინა ყველა მოსწავლეს, ჩაერთო მსჯელობაში და ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებთან ერთად, ხეების დარგო.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყველა საფეხურის მოსწავლეს აუმაღლდა ცნობიერება ეკოლოგიურ წიგნიერებაზე, მოსწავლეებმა გააცნობიერეს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ და მიიღეს მონაწილეობა ჩვენი ბუნების გალამაზებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ოჯახი, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი, მიიღებს დამატებით ერთ ვაუჩერს

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება