ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
06-06-2023
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ისეთი გამორჩეული დღე ყოფილა, როგორიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ.
მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, ბუნებაში გავიდნენ, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ლაღი და ბედნიერი ცხოვრება მინდა გისურვოთ, არასოდეს დაგავიწყდეთ ფესვები, სადაც დაიბადეთ, სადაც გაიგეთ თქვენი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.