სიახლეები
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
06-06-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტები და ღონისძიებები ტარდება. 

ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი, ქართული ენისა და ლიტერატუროს კათედრის პედაგოგი  - ნატო დავითიანი გახლდათ.

პოეზიის საღამო, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართველ სახელოვან პოეტს - გალაქტიონ ტაბიძეს მიეძღვანა.

„მოსწავლეებმა გააჟღერეს ამონარიდი გალაქტიონის წერილებიდან, გაიხსენეს მისი ცხოვრების ეპიზოდები და რაღა თქმა უნდა, ლექსები, ლექსები და კიდევ ლექსები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ კვანჭიანი, კახი ჭკადუა, დემო ფირცხელანი, მარიამ გერლიანი, ნატალია გუგუსიანი, ლუკა ფილფანი, გიორგი გერლიანი, მარიამ გერლიანი, მარიამ ჭკადუა, ომარ ჭკადუა, მარიამ აბესაძე. გალაქტიონის როლი კი დათა პაკელიანმა მოირგო.

ბავშვებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება