მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და დრო ხალისიანად გაატარეს.
მხიარული ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა იცეკვეს, ითამაშეს და შესაძლელბობები წარმოაჩინეს.
დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და ხალისიანი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
თბილისის N106 საჯარო სკოლა მე-8 კლასელ მოსწავლეს გლოვობს
ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ
„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“