სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის- „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, საინტერესო აქტივობები შეასრულეს
06-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, პროექტში - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ჩაერთნენ.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, აფხაზეთის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, თავიანთი ხედვების წარმოჩენა იყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალგაზრდებს მიეცათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების საშუალება.

X კლასის მასწავლებლის ქეთევან დეკანაძის ხელმძღვანელობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო, სადაც სამუშაო გადანაწილდა.

  • მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია აფხაზეთზე;
  • ჩატარდა ესეების კონკურსი;
  • მოსწავლეებმა ზეპირი პრეზენტაცია გააკეთეს თემაზე: „აფხაზეთის ომის ქრონიკები“, ისაუბრეს იქ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსა და შედეგებზე;

მომდევნო აქტივობა კი დაეთმო აფხაზეთის გმირებს.

ბავშვებმა ინფორმაცია მოიძიეს გმირებზე, იმ ადამიანებზე რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს. ფოტოსა და ვიდეომასალის საშუალებით წარადგინეს პრეზენტაციები.

მომდევნო შეხვედრაზე კი მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები აფხაზეთში არსებულ კულტურულ ძეგლებზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციებზე. რის შემდეგაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეირჩა მათთვის საინტერესო ისტორიული ძეგლი ანანურის ციხე-სიმაგრე და მიმდინარეობს მისი განაშენიანება და მაკეტის დამზადების პროცესი.

„ჩვენ გვინდა, მომავალი თაობები პატრიოტული სულისკვეთებით გავზარდოთ! - სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლაში პროექტი „აფხაზეთი ჩემი სახლია“, რომელშიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. პროექტის ფარგლებში გაეცნენ ჩვენი ქვეყნის, კერძოდ აფხაზეთის ისტორიას, ასევე სამხრეთ ოსეთის, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ უნდა მოხდეს მისი დავიწყება. ამიტომ, უნდა იფიქრონ, ეძებონ გზები მის დასაბრუნებლად, რომ თითოეულის ვალია ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ადამიანების დამსახურების დაფასება“-აღნიშნავენ სკოლაში.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაციები, შექმნეს პროდუქტი და მოაწყვეს გამოფენები და პრეზენტაციები. 

პროექტის ფარლგებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა და განხორციელდა აქტივობები, რომელიც მოიცავდა:

  • ისტორიის გაცნობას;
  • ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა თავდადების ამსახველი ინფორმაციის მიწოდებას;
  • ფილმის ,,ოცნებების სასაფლაო" ჩვენება და განხილვას;
  • ჯგუფების შექმნასა და დავალებების გადანაწილებას.

მასში მონაწილეობდნენ: I, II, III და IV კლასები.

მათი ხელმძღვანელები იყვნენ: ლიანა ბოლქვაძე, ნაზიბროლა ბოლქვაძე.

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ პედაგოგ დარიკო მელაძის მოსწავლეები.

მათ პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები წარადგინეს. ეს დღე ანდრიაობას დაემთხვა.

„მე და ჩემმა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აფხაზეთის შესახებ. მეცადინეობა არ გვქონდა, მაგრამ ერთად რომ ვიყოთ ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, ამისთვის არ გვჭირდება სასკოლო ზარი...საუკეთესო პრეზენტატორი ნინი ბოლქვაძე, ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს! მიყვარს თითოეული მათგანი და მჯერა, წმინდა ანდრია, ამ კურთხეული მიწის მადლით, დალოცავს მათ მომავალს და სწორედ ესენი, თავიანთ თანატოლებთან ერთად შეძლებენ, ხმამაღლა თქვან: აფხაზეთი, სამაჩაბლო ჩემი სახლია! დიახ! აფხაზეთი,სამაჩაბლო თქვენია!“, - ამბობს პედაგოგი.

პროექტის - „აფხაზეთი ჩემი სახლია“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე, სხვადასხვა კლასები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ჯგუფებმა წარადგინეს პრეზენტაციები, დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ღირსშესანიშნაობები გააცნეს, კურორტები, ქალაქები, მდინარეები და ტბები, ასევე საქართველოს რუკა კუთხეების მიხედვით, რომელიც ინდივიდუალურად გააფერადეს.

მათ ასევე ჯგუფების მიხედვით, საქართველოს რუკის ფაზლი ააწყვეს.

პროექტში მონაწილეობენ I-II-III-IV კლასის მოსწავლეები.

ასევე, პედაგოგების - ლიანა ბოლქვაძისა და ნაზიბროლა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა აფხაზეთის შესახებ ლექსები და სიმღერები მოიძიეს.

„პოეზია ხომ ხელოვნების ის დარგია, რომელსაც შეუძლია სულით ხორცამდე აგრძნობინოს ადამიანს სიხარული, ბედნიერება სიყვარული, მონატრება და ტკივილი, სწორედ ამიტომ იყვნენ ჩვენი პატარები ამ დღეს მუსიკითა და ტკივილნარევი სიტყვებით ერთიანად ნაღვლიანები, უსმენდნენ და იაზრებდნენ ტკივილს. მათ მოიძიეს სიმღერები და ლექსები აფხაზეთზე, სწორედ, ეს იყო ამ ნაღველის მიზეზი. ჩვენ სამშობლოს სიყვარული და რწმენა გადაგვარჩენს. რწმენა იმისა, რომ მალე ვიხილავთ გამრთელებულ საქართველოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება