სიახლეები
სიახლეები

„ტესტირების შედეგი გათვალისწინებული იქნება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვისას“ - NAEC
06-06-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროექტ „სერტუსის“ თემაზე  ონლაინ შეხვედრებს რეგიონების უმაღლეს სასწავლებლებთან და სხვა დაწესებულებებთან. 

პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე და მენეჯერი თინათინ გახოკიძე ამჯერად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ათინათი) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცენტრის თანამშრომლებმა მათ დეტალურად გააცნეს პროექტი, ტესტის სტრუქტურა, საგამოცდო განრიგი და  პროცედურები.  

უახლოეს დღეებში ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის  მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოსაცდელთა ტესტირების შედეგი გათვალისწინებული იქნება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატს უკვე აღიარებს:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; 

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდასუ); 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

სერტუსი“ საქართველოში მომზადებული საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რეგისტრაცია, ასევე ტესტირება და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის უპასუხებს ტესტირების მეთოდოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს და მორგებულია, როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიის მოთხოვნებზე, ასევე – სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება