სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

კერძო სკოლა „ორნატის“ დირექტორი სოფიო კვინიკაძე სასწავლო წელს აჯამებს: „გვაქვს მიმართულება ევროპული განათლებისაკენ“
06-06-2023
-
+


ევროპული განათლება, გაძლიერებული სწავლება, სწორი ღირებულებები და ოჯახური გარემო, ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც კერძო სკოლა „ორნატი“ თავის მოსწავლეებს სთავაზობს. როგორც დირექტორი სოფიო კვინიკაძე გვიყვება, ევროპული ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში არიან ჩართულნი და ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. 

რას სთავაზობს კერძო სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს, რა განასხვავებს მას სხვა კერძო თუ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან და რატომ უნდა აირჩიონ მშობლებმა სწორედ ეს სკოლა - ამ კითხვებზე პასუხს დირექტორი სოფიო კვინიკაძე გვცემს:

ამჟამად კერძო სკოლა „ორნატი“ პირველკლასელების მისაღებად ემზადება, მომავალი სასწავლო წლისთვის 20-მდე პირველკლასელს ელიან. ხოლო კითხვაზე რით განსხვავდება „ორნატის“ სასწავლო პროგრამა გვპასუხობს:                                           
- ჩვენ სკოლაში სწავლება დღის განმავლობაში ორ ეტაპად იყოფა: პირველ ეტაპზე სწავლა მიმდინარეობს ძირითადი პროგრამით. მეორე ეტაპზე არის დასწავლის გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები ასრულებენ მიცემულ დავალებებს საგნების მიხედვით, ამაში კი მათ შესაბამისი პედაგოგები ეხმარებიან. ამასთან, გვაქვს ინგლისურის გაძლიერებული სწავლება. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამჟამად 3 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, შესაბამისად საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თუმცა, ჩვენი სკოლა არის ქართულ-ევროპული სკოლა და შესაბამისად, გვაქვს მიმართულება ევროპული განათლებისაკენ, რაც ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 5 ევროპული ქვეყნის სხვადასხვა სკოლასთან. მემორანდუმის ფარგლებში კი ტარდება ერთობლივი კონფერენციები, კონკურსები, ხდება გამოცდილებებისა და მოსაზრებების გაზიარება ონლაინ თუ პირისპირ ფორმატში.

- რა არის ის მიზეზი, რის გამოც სწორედ თქვენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აირჩიონ მშობლებმა?         

- ჩვენ სკოლაში არის შექმნილი მოსწავლეებისათვის ძალიან ხელსაყრელი ოჯახური და თბილი გარემო. ყველა მასწავლებელს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მშობლებთან. ეს მიდგომა ხელს უწყობს მშობლებს რომ ბოლომდე ინფორმირებული იყვნენ თავიანთი შვილების სწავლებისა თუ ყოფაქცევის შესახებ. ამასთან, სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და უსაფრთხოების მენეჯერი, რაც მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

- ამჟამად რამდენი მოსწავლე და რამდენი მასწავლებელი გყავთ სკოლაში?

- სკოლას ავტორიზაცია აქვს გავლილი 200 მოსწავლეზე. თუმცა ამჟამად 140 მოსწავლე და 28 მასწავლებელი გვყავს.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, პედაგოგთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რამდენად ექცევა ყურადღება მასწავლებლის სტატუსს და როგორ უწყობს სკოლა ხელს პედაგოგის განვითარებას?

- სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და შეძლებისდაგვარად ეხმარება მათ წინსვლაში. ამჟამად გვყავს 2 მასწავლებელი, რომელსაც წარდგენა აქვს გაკეთებული სტატუსის ამაღლებაზე და ვიმედოვნებთ რომ მომავალი სასწავლო წლისთვის ისინი უკვე წამყვანი პედაგოგების სტატუსით გააგრძელებენ მოღვაწეობას ჩვენ სკოლაში.

- ქალბატონო სოფიო, კერძო სკოლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილება უწევთ (თუნდაც ავტორიზაციის მხრივ), გვითხარით რა სირთულეებს აწყდებით ამ მხრივ და როგორია კერძო სკოლის ხელმძღვანელობა?                

- დაგეთანხმებით, კერძო სკოლებს უწევთ მკაცრი რეგულაციების დაკმაყოფილება, მაგრამ ამ რეგულაციების დაკმაყოფილებით არიან სწორედ კერძო სკოლები განსხვავებული და მორგებული ბავშვების განვითარებასა თუ უსაფრთხო გარემოზე. 

კერძო სკოლის ხელმძღვანელობა საკმაოდ საპასუხისმგებლოა და უამრავი გამოწვევითაა სავსე, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესოა.

- რას შეცვლიდით კერძო სკოლებთან მიმართებით სახელმწიფოს დამოკიდებულებაში? 

-  ჩემი აზრით, როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, არა აქვს მნიშვნელობა ის საჯარო სკოლის იქნება, თუ კერძო სკოლის.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და აუცილებლად უნდა გკითხოთ, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მოსწავლეების შედეგებით? და როგორ შეაფასებდით გავლილ პერიოდს? 

მიმდინარე წელი საკმაოდ ბევრი აქტივობით იყო დატვირთული: მოეწყო გასვლითი პროექტები, ინტეგრირებული გაკვეთილები, ჩატარდა ძალიან ბევრი კომპლექსური გაკვეთილი. საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავეს სკოლის კლუბებმა. მოეწყო ექსკურსიები საკმაოდ საინტერესო ბოლი ზარის ღონისძიებაც გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და სკოლა მუდამ სიახლეების ძიებაშია.

- და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ მომავალი სასწავლო წლისთვის და რაიმე სიახლეებს ხომ არ სთავაზობთ თქვენ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს?   

- მომავალი სასწავლო წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებით დატვირთული. უფრო კონკრეტულად ამ სიახლეებზე მომავალში ვისაუბრებ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება