მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტებს არ აქვთ უფლება 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობისგან განსხვავებული სწავლის საფასური.
„კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა გადავადდება 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ ექნებათ უფლება დაადგინონ სახელმწიფო სასწავლო გრანტზე მაღალი სწავლის საფასური“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებამდე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია აღნიშნული ვადის გახანგრძლივება 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა