სიახლეები
სკოლები

„დაე, თქვენი სახეები მუდამ სიხარულით ბრწყინავდეს,  ყოველი დღე თქვენია!“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა ბავშვთა უფლებების სადარაჯოზე
07-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას არ ეუფლებიან; ადგილობრივი პედაგოგიური საზოგადოება, სკოლის ხელმძღვანელობის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩრთულები სასკოლო ცხოვრებაში, ისწავლონ ტოლერანტობა და მუდმივად იდგნენ თანატოლების უფლებების სადარაჯოზე. სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულს მიეძღვნა მრავალფეროვანი აქტივობები, საკლასო სოვრცესა და ასევე სკოლის ეზოში.

ეს გახლდათ ნამდვილი დღე-სასწაული, რომლის მთავარი გმირები ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გახლდნენ -მასწავლებლებმა, ბევრი იმხიარულეს, იხალისეს და ერთმანეთს ეს დღე საუკეთესო სურვილებითა და დიდი სიყვარულით მიულოცეს. მოსწავლეებმა, ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ“, - ნათქვამია სკოლის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! ბედნიერად და ლაღად გეცხოვროთ მშვიდობიანი ცის ქვეშ, ჯანმრთელობა და მშობლების მზრუნველობა არ მოგკლებოდეთ. დაე თქვენი სახეები მუდამ სიხარულით ბრწყინავდეს,  ყოველი დღე თქვენია!“, - ასე მიულოცეს მსოფლიოს ყველა ბავშვს ეს მნიშვნელოვანი თარიღი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში; ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება