სიახლეები
სკოლები

ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
07-06-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში, ასევე ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი არმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.  ადგილობრივი მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ისტორიულ მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ და გამონაკლისი არც 26 მაისი ყოფილა.

ახოს საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, სადაც 
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, გაიხსენეს ეროვნული გმირები და როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალისო, საინტერესო ნომრები წარადგინეს.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსი კიდევ უფრო გაიაზრეს, მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს თანატოლებს, რომ სამშობლოს სიყვარული თითოეული ჩვენგანის ვალია.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება