სიახლეები
სკოლები

ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტულ მოტივებზე შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს
07-06-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, იღებენ საფუძვლიან განათლებას და არც ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

მათ შორის გამონაკლისი არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რასაც ოქტომბრის საჯარო სკოლაში შთამბეწდავი ღონისძიება მიეძღვნა;

აქტივობაში ჩართული გახლდათ სასკოლო საზოგადოება და როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 
„ღონისძიებაზე მოსწავლეებმა 26 მაისის მნიშვნელობაზე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსზე და იმ ისტორიაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლო“.

შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და მოეწყო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი გახლდათ მოსწავლეთა ნამუშევრები.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ, ღონისძიებაზე კი პირველკლასელებს სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო წლის დასრულება მიულოცა.

„ოქტომბრის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ, საზეიმო ვითარებაში მიულოცა პირველკლასელებს სკოლის დამთავრება და გადასცა დიპლომები. დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება