სიახლეები
სკოლები

„ლაბორატორიული ხორცი - მომხრეები და მოწინააღმდეგეები“ - საინტერესო პროექტის პრეზენტაცია ქვიტირის საჯარო სკოლაში
07-06-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში პროექტის - „ლაბორატორიული ხორცი - მომხრეები და მოწინააღმდეგეები“, პრეზენტაცია მოეწყო.

მომხსენებლები იყვნენ X კლასის მოსწავლეები: ვ.ზვიადაძე, ს.საჯაია, ს.ჩეგიანი და ზ.ჭეიშვილი.

მოსწავლეებმა, დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე აუდიტორიას, საინტერესო საკითხებზე, მათ შორის ხორცის ლაბორატორიულად მიღების ისტორიასა და ღეროვანი უჯრედების კულტივირების შესახებ ესაუბრნენ.

აუდიტორიასთან ერთად, მოსწავლეებმა ხელოვნურად მიღებული ხორცის დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე იმსჯელეს, მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით გაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე მიმდინარეობს პროექტი, სახელწოდებით - „ღეროვანი უჯრედები ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში“.

პროექტის ორგანიზატორია ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი ციალა ჩხეიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეცნიერულად გამართული პრეზენტაციები, შედეგზე ორიენტირებული დისკუსია - უფრო საინტერესოს და ინტერაქციულს ხდიდა პროექტის მიმდინარეობას.

„დიდი მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს...“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება