სიახლეები
სიახლეები

IX და X კლასის სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები მომზადდება - დეტალები 
07-06-2023
-
+


2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში IX და X კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. 

 სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების მომზადების უფლება კომპანია „ანასეულმა“ მოიპოვა. აღნიშნული სამუშაოს შესრულებაში სამინისტრო 98 245.ლარს გადაიხდის. 

აუდიო ვერსიების მომზადების მიზანია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ხელშესაწყობა

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

მსახიობის/მსახიობების და/ან დიქტორის/დიქტორების მიერ გახმოვანებული 31 სახელმძღვანელოს მაღალხარისხიანი სტუდიური ჩანაწერის უზრუნველყოფა.

1.1. სახელმძღვანელოების ტექსტის ადაპტაცია; კერძოდ, სახელმძღვანელოებში მოცემული ცხრილების, დიაგრამების, სურათების და ა.შ აუდიოდესკრიპციის (აუდიოდესკრიპცია - ხმოვანი ტექსტი, რომელიც აღწერს სახელმძღვანელოში მოცემულ ცხრილებს, დიაგრამებს, სურათებს, სქემებს და სხვა) შექმნა;
1.2. სახელმძღვანელოს გახმოვანება მინიმუმ ორი პირის (მსახიობის/მსახიობების და/ან დიქტორის/დიქტორების) მიერ - ძირითადი გამხმოვანებელი და აუდიოდესკრიპტორების გამხმოვანებლის მონაწილეობით (რეკომენდებულია ძირითადი ტექსტის და აუდიოდესკრიპციის გამხმოვანებლები განსხვავებული სქესის მქონე პირები იყვნენ);
1.3. ერთ-ერთი სახელმძღვანელოს გარკვეული ნაწილის (ძირითადი ტექსტის მინიმუმ 3 გვერდის გახმოვანებული და 2 აუდიოდესკრიპციის აუდიოჩანაწერი) საცდელი ვერსიის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის წარდგენა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (შემსყიდველის მიერ უსინათლო პირისთვის ხარისხის შესამოწმებლად გადაცემისა და შეთანხმების მიზნით). შემსყიდველი 5 სამუშაო დღეში აცნობებს გამარჯვებულ ორგანიზაციას საკუთარ მოსაზრებასა და შენიშვნებს, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ.
1.4. სახელმძღვანელოების სტუდიაში ჩაწერა ხმის რეჟისორის ჩართულობით;
1.5. სახელმძღვანელოების გახმოვანება პროფესიონალი მსახიობის/მსახიობების და/ან დიქტორის/დიქტორების მიერ (შერჩეული კანდიდატების შეთანხმება საგენტოსთან);
1.6. სახელმძღვანელოების სრული ვერსიის თითო ეგზემპლარის დაფორმატება და ცალკეულ დისკზე MP3 ფორმატით ჩაწერა;
1.7. აუდიო აღწერები ჩასმული უნდა იყოს ტექსტის წაკითხვისას იმავე ადგილზე, სადაც უშუალოდ წიგნშია მოცემული და არა ცალკე ფაილებად, ტიფლოკომენტარების სახით. გამხმოვანებელმა უნდა გაახმოვანოს წიგნის გვერდის ნომერიც. ფაილები უნდა იყოს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ჩაწერილი ციფრულ მატარებელზე სახელმძღვანელოს შესაბამისად.
1.8. თითოეული დისკისთვის ქაღალდის ჩანართის გაკეთება სახელმძღვანელოს დასახელების და სახელმძღვანელოსთან დაკავშირებული სხვა დეტალების (მაგ.: ავტორი, წელი და ა.შ) მითითებით (ნაბეჭდი სახით და ბრაილის შრიფტით) და შესაბამისი თემატური გაფორმებით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება