სიახლეები
სკოლები

კვახჭირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მუზეუმის დღე“ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობით აღნიშნეს
07-06-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. გამონაკლისი არც მუზეუმების საერთაშორისო დღე ყოფილა. 
 
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2, მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მათ მუზეუმის ეზოში დედამიწის დღესთან დაკავშირებული აქტივობაც გამართეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება დედამიწას დაეხმარონ.

მოსწავლეებმა მუზეუმი დაათვალიერეს, ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, რითაც ცოდნა გაიღრმავეს. 

აქტივობები მე-2 კლასის დამრიგებელის - თამუნა ჩხიკვაძისა და მე-4 და მე-6 კლასების დამირგებლის - ნინო მამრიკიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსწავლეებმა აქტივობების კრებული შეავსეს, რომელშიც მუზეუმში სტუმრობამდე და სტუმრობის შემდეგ მიღებული ემოციების შესახებ დაწერეს. 

„მუზეუმის დღე აღვნიშნეთ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, სადაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიგვიღეს, მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია და იხილეს სხვადასხვა მუსიკალური საკრავი.
ყველაზე მეტად ეს დღე თამუნა ჩხიკვაძის გაკვეთილმა გაგვილამაზა, რომელიც მუზეუმის ეზოში წარმოგვიდგინა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება