სიახლეები
სკოლები

„ყველგან და ყოველთვის სიყვარულს აფრქვევდი... ტკბილად განისვენე მარადისობაში“, - გურიფულის საჯარო სკოლა დირექტორს დაემშვიდობა
07-06-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა დირექტორს - გრიგორ იობაძეს გლოვობს. ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იშვიათი, ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი იყო. 

გრიგორ სილოვანის ძე იობაძე 1953 წლის 19 აპრილს ხობის რაიონის სოფელ მეორე გურიფულში დაიბადა.

ის,1960 წელს შეიყვანეს მეორე გურიფულის რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში, რომელიც დაამთავრა 1968 წელს. 1968 წელს სწავლა გააგრძელა ხობის N1 საშუალო სკოლის IX კლასში, რომლის სრული კურსი დაასრულა 1970 წელს.

1971 წელს ჩაირიცხა სოხუმის ა. მ. გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით ფიზიკა, რომელიც დაამთავრა 1975 წელს. 1975 წლის 20 აგვისტოს მუშაობა დაიწყო შუა ხორგის საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1977 წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს პირველი ხორგის ალიო მირცხულავას სახელობის საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1985 წლის 20 აგვისტომდე.

1985-1986 წლებში მიენიჭა საუკეთესო მასწავლებლის წოდება.

1986 წლის 20 აგვისტოდან 1993 წლამდე მუშაობდა ნოჯიხევის სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

1994-2006 წლის 30 იანვრამდე მუშაობდა მეორე გურიფულის საბაზო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 2006 წლის 1 თებერვლიდან მუშაობდა მეორე გურიფულის საბაზო სკოლის დირექტორად. გარდაიცვალა 2023 წლის 2 მაისს.

სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:

„წუთია, წუთისოფელი“... გაზაფხულის გაელვებასავით გაიქროლეს წლებმა. თითქოს იყო და არა იყო რა... წახვედი... წახვედი და დატოვე ირგვლივ ისეთივე სევდა, მწუხარება და სინანული, როგორი ხალასი იუმორით, მჭერმეტყველებით, სათნოებითაც ავსებდი ირგვლივ მყოფთა გულებს.

საკუთარ ბედისწერასთან ეულად დარჩენილი, ყველგან და ყოველთვის სიყვარულს აფრქვევდი.

სიტყვებს თავს ვერ ვუყრი... ჩვენი გიგლა აღარ გვყავს - დაწერა ერთ-ერთმა მეგობარმა. გვესმის, რამხელა ცრემლი და ტკივილია ამ სიტყვებში, თუმცა, გვჯერა და გვწამს სასუფეველში დავანებულზე ყველა, ვისაც ერთხელ მაინც გაუღიმია შენს იუმორზე, დაუფასებია შენი ნიჭის გენია, ხმამაღლა თუ არა გულში მაინც გაიფიქრებს: „ეჰ, წავიდა ჩვენგან კაცი, კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს“... იშვიათად, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით სიკვდილსაც კი ამშვენებენ.

სწორედ, ასეთი ადამიანი წავიდა ჩვენგან. გიგლა იობაძე, რომელიც ვფიქრობ, მარტო ხობს და ხობელებს არ დააკლდება, არამედ მთელს ქვეყანას, რამეთუ ქვეყნის ღირსებას და სიძლიერეს, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან. სიცოცხლეში გაცემული ზღვა სითბოსა და სიკეთის საპირწონედაც გეღვრება ამდენი ცრემლი, ჩემო გიგლა. შენ, განსაკუთრებული იყავი, ღირსებით, ნიჭით და ინტელექტით გამორჩეული. სიყვარულით სავსე გული დაგქონდა და სიკეთეს უშურველად არიგებდი. შენთან ურთიერთობა ბედნიერება იყო და შენი სტუმრობა, ზეიმი. სადაც შედიოდი, სიხარული მიგქონდა საგზლად.

ბედიც გამორჩეული გარგუნა უფალმა. აუხსნელია მისი კანონები. ალბათ ასეც იყო საჭირო და იქ, იმ ქვეყნად, ორი მარტოხელა სული ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებთ და იხარებთ მარადისობაში.

ძალიან მტკივა შენი ამ ქვეყნიდან წასვლა, ჩემო ძმაო. ნამეტანია ჩემი სოფლის ერთი პატარა კუთხისთვის, სამი განუყრელი მეგობრის, მამუკას (ჩემი ძმის), ჯონის და ახლა შენი გასვლა.

დაგტირით. დაგტირის მთელი ხობი და განსაკუთრებით ჩემი გურიფული. ვაგლახ, იმ კუთხეს, შენისთანა ადამიანი რომ დააკლდება, შენი იმედი და იუმორი რომ დააკლდება.

ტკბილად განისვენე მარადისობაში და სამოთხეში, შენნაირი ადამიანების გარემოცვაში, უფრო ბედნიერად გეგრძნოს თავი, ჩემო თბილო გიგილო... მშვიდობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე კოლეჯის - „ფაზისი“ კოლექტივი გამოთქვამს მწუხარებას.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი პროფესიული განათლებლის მასწავლებლის - ბატონი გრიგორ იობაძის გარდაცვალების გამო, ბატონი გიგლა კოლეჯისთვის დიდი დანაკლისია, მას ჰქონდა გამორჩეული უნარი, სითბო და სიყვარული თანამშრომლებამდე და სტუდენტებამდე ისე მოეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო ჩვენში ბატონო გიგლა, მშვიდად განისვენეთ იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - ამბობენ კოლეჯის წარმომადგენლები.

ეტალონის შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს სკოლას და მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამიანის გარდაცვალების გამო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება