სიახლეები
სკოლები

„მათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ“ - თბილისის N6 საჯარო სკოლაში ზღაპრული ღონისძიება გაიმართა 
08-06-2023
-
+


თბილისის N6 საჯარო სკოლაში, მეოთხეკლასელთათვის დადებითი ემოციებით დატვირთული, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მეოთხე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. 

სკოლის ეზოში, ფერად მანტიებში გამოწყობილმა პატარებმა სასკოლო ცხოვრების 4 წელი დაუვიწყარი ღონისძიებით დააგვირგვინეს. მოსწავლეებმა, სკოლაში მიწვეულ მსახიობებთან ერთად ფერადი და ბრჭყვიალა დღესასწაული მოაწყვეს.

პატარა ვარსკვლავებმა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები  წარმოადგინეს. თითოეულ მათგანს ისინი დიდი მონდომებით, ამაღლებული განწყობით, ღიმილიანი სახითა და მრავალფეროვანი აქსესუარებით ხელდამშვენებულები ასრულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება უფრო ზღაპრული, მოსწავლეებისთვის საყვარელი მულტფილმის პერსონაჟმა გახადა.

ღონისძიების მიწურულს, ოთხივე კლასის დამრიგებელი დიპლომებით დაჯილდოვდა, რის შემდგომაც თითოეულმა მათგანმა ემოციური სიტყვით მიმართა მოსწავლეებს:

„ჩემს მოსწავლეებს, სკოლაში შემობიჯების პირველივე დღიდან „მზის სხივები“ დავარქვი, იმიტომ, რომ მზე სიცოცხლის წყაროა, ესენი კი - ჩემი სიცოცხლის წყაროები არიან... მინდა სულ ბედნიერები იყვნენ და როგორც მზე ათბობს, ისე ათბობდნენ ერთმანეთს... წარმატებულები და ბედნიერები იყვენენ! ყველა მათგანი ძალიან მიყვარს!“, - აღნიშნა ცრემლნარევი თვალებით, პედაგოგმა ნინო ღვინჯილიამ და თავის „მზის სხივებს“, ყოველივე საუკეთესო უსურვა.

„ეს ბავშვები, მომავლის ბავშვები არიან, თითოეულ მათგანს ვუსურვებ იყვნენ ფერადები და წარმატებულები. ვფიქრობ, რომ მათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ, რადგან სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებენ... დღევანდელი დაუვიწყარი ღონისძიებისთვის კი, დირექტორ - თამარ აბაზაძეს დიდი მადლობა!“, - გვეუბნება პედაგოგი სოფიო სიბრტყელაძე, რომელიც თავის მოსწავლეებს მეოთხე კლასის ბოლოს არ დაემშვიდობება და მათ სკოლის დასრულებამდე უხელმძღვანელებს.

„ჩემს მოსწავლეებს და ზოგადად ყველა ბავშვს ფერად, ხალისიან მომავალსა და ძალიან ბევრ ბედნიერ დღეს ვუსურვებ“, - აღნიშნავს პედაგოგი ლელა ებანოიძე, რომელიც ასევე მე-12 კლასის ჩათვლით, მათი დამრიგებელი იქნება.

„მინდა ისე იბრჭყვიალონ და იციმციმონ მთელი ცხოვრება, რომ ყველა ვარსკვლავზე მეტად კაშკაშებდნენ, მე ყოველთვის ვიქნები ამაყი მათი კარგი საქციელით! ცუდზე კი - პასუხი უნდა ვაგო, რადგან ჩემი აღზრდილები არიან“, - გვეუბნება ხალისიანი და მოსწავლეებისთვის საყვარელი პედაგოგი თეონა მერებაშვილი.

დაჯილდოვების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე, სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე წარდგა, მოსწავლეებს დიდი სიყვარულით წარმატებული მომავალი უსურვა და მათ ახალი დამრიგებლები გააცნო, რომლებიც მათ მომდევნო სასწავლო წლიდან უხელმძღვანელებთ. 2 კლასის მოსწავლეები კი, ახალი ამბით გაახარა - მათ დაწყებითი კლასების დამრიგებლები სკოლის დასრულებამდე გაყვებიან.

„ჩვენს მეოთხეკლასელებს  წარმატებებს, წინსვლასა და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ... გამორჩეული ბავშვები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალჯერ ასახელებენ ჩვენს სკოლას“, - ასე მიმართავს მეოთხეკლასელებს სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, რამაც დღე უფრო ამაღელვებელი გახადა. ბოლოს კი, პატარებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს და ღონისძიება ემოციებით დატვირთულებმა დაასრულეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება