სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელმა - ელენე კოპალიანმა სტიპენდია მოიპოვა
08-06-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიმაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, პირველკლასელთა სტიპენდიანტის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ კონკურსში, ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელი - ელენე კოპალიანი ათ გამარჯვებულ მოსწავლეთა შორისაა.

აღნიშნული კონკურსი ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ჩაატრა. ელენე კოპალიანი მიიღებს დაფინანსებას, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა - გოჩა ბაკურაძემ დააწესა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ელენეს, მის მშობლებს, მის პედაგოგებს, სკოლის  ხელმძღვანელობას და ყველას, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით მის წარმატებაში. ვულოცავ სკოლას და ვუსურვებთ ბევრი წარმატებული მოსწავლის აღმზდელი ყოფილიყოს.
მადლობა, ბატონ გოჩას ამ შესაძლებლობისთვის, იმისთვის, რასაც პირველი კლასელებისთვის აკეთებს.
მადლობა ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობას და მის თითეულ წევრს, დღევანდელი დღის ობიექტურად და ორგანიზებულად წარმართვისთვის.
ელენესთან ერთად, ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და ყველა პირველკლასელს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გამართულ კონკურსში. წარმატებებს გისურვებთ, პატარებო, ამ და სხვა უამრავ წამოწყებულ საქმეში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება