სიახლეები
სიახლეები

კონკურსის, ''ლეონარდო და ვინჩის'', გამარჯვებულები ცნობილია
14-11-2016
-
+


თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი ფინალური ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.

საკონკურსო გამოფენაზე, კონკურსში  შერჩეული კონკურსანტები,  საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგნენ ხანმოკლე პრეზენტაციით თავიანთი გამოგონების შესახებ. საკონკურსო კომისიამ გამოფენაზე გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

კერძოდ, გამოვლინდა ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდა 5000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარის ოდენობით. 2016 წელს კონკურსში წარდგენილი  42 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 26 საკონკურსო განაცხადი 60 მოსწავლეს მონაწილეობით და გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა:

გრანპრი - მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია - გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე (სერვანტესის სახელობის გიმნაზია-GESS, XII კლასი); I ადგილი - ახალი თაობის ,,ცოცხალი" საკვების შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით - გიორგი ფხაკაძე (ქართულ -ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)-XII კლასი) და მარია ერაძე(ნიკო ნიკოლაძეს სკოლა ლიცეუმი, XI კლასი); II ადგილი - გვირილა-მზის პანელის პარაბოლოიდური რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია -ბექა მიქაძე (სერვანტესის სახელობის გიმნაზია-GESS,XII კლასი) და

გიორგი მარგიანი (ახალი ლიცეუმი, XII კლასი); III ადგილი - მიკრო კონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა: ალექსანდრე ხოხიაშვილი(კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა,XI კლასი), დიმიტრი კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა, X კლასი) და თამარ კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა, IXკლასი).

კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა.

გამარჯვებული  პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. პიტსბურგში გამგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად. 2014 წელს ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნიკა ალავიძემ ქ.პიტსბურგში  Intel ISEF -ის კონკურსში, 1700 კონკურსანტს შორის მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მოსწავლე გამომგონებლებისთვის, ასევე სპეციალური პრიზები დააწესეს:

  • თიბისი ბანკმა
  • „ინტელის“ წარმომადგენლობამ საქართველოში
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - ,,საქპატენტი“
  • ენერგო ეფექტურობის ცენტრმა-საქართველომ
  • შპს მთაწმინდის პარკმა

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა მე-6 ტრადიციული  კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება.  კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

2010 წლიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო  326 საკონკურსო განაცხადი. გამარჯვებულია 49 პროექტი/გამოგონება.

2016 წელს წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს  შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა; რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები,;ფიზიკა და ასტრონომია; გარემოსდაცვითი ინჟინერია,დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია/ბიოლოგია/ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება