მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება.
4 მაისს, 21 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
• ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით;
• მეტეხის ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;
• მეტეხის ქუჩაზე და წრიული მოძრაობა ევროპის მოედანზე.
5 მაისის 17:00 საათიდან 23:00 საათამდე მოძრაობა, ასევე, აიკრძალება გორგასლის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
ევროპის მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება 5 მაისის 00:00 საათიდან, ხოლო 6 მაისის 10:00 საათიდან - სრულად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა