სიახლეები
სკოლები

„დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან!“ - ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, კერძო სკოლა „ანაბასისმა“ მასშტაბური ღონისძიება გამართა
08-06-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები ყოველთვის გამორჩეულად და შთამბეჭდავად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ, ღონისძიებით - „დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან!“, აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა, 1-ელი და მე-7 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლის მონაწილეობით.

ღონისძიების ორგანიზებაში მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული, სკოლის ქორეოგრაფებმა: გოგი ქლიბაძემ და სოფო ცქიტიშვილმა, მუსიკის პედაგოგმა თეა მიქაბერიძემ და კლასების დამრიგებლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ღონისძიების დღესასწაულად ქცევაში.

ღონისძიებაზე, სხვადასხვა ზღაპრის გმირები: ფიფქია და 11 ჯუჯა, გრეტელი და ეზელი, პატარა თაგუნები, საყვარელ წუნა და წრუწუნა და „სხვადსხვა ქვეყნის ადამიანები“, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ და ერთმანეთს სითბო და სიყვარული გაუნაწილეს.

აღსანიშნავია, რომ სცენაზე მრეცხავი ვარდოც იდგა, მეგობრებთან ერთად, წარმოდგენა ვალსის ჯადოსნურ ჰანგებზე აცეკვებულმა ელეგანტურმა წყვილებაც დაამშვენეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მრავალი ლამაზი, საინტერესო გამოსვლა, რომლებმაც მაყურებელთა დიდი მოწონება და გულწრფელი ტაში დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სიუჟეტი ადილობრივ ტელევიზი - TV argo-ში გავიდა, რომელსაც სკოლა გვიზიარებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღე-სასწაული სასწაულ ბავშვებთან შედგა! ყველა კლასის გამოსვლა იყო კარგად ორგანიზებული, ლამაზი და საინტერესო.

„ბავშვობა ხომ ლამაზი ზღაპარია, რომლის არსებობისა გჯერა და რომლის ხიბლი მთელი ცხოვრება მიგყვება ლამაზ ფიქრებად და მოგონებებად...„ბავშვობა“- ერთი სიტყვა და უამრავი ლამაზი და ტკბილი მოგონება...

ამ სიტყვის გაგონება და წამში ღიმილი მოიცავს სახეს...ყველა დამეთანხმებით, რომ ბავშვობა ყველაზე უდარდელი და ბედნიერი დროა. ვინ იტყვის უარს ბავშვობაში მოგზაურობაზე, სწორედ ასეთ  ბავშვობის ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც მეგობრობა, სიყვარული, სილამაზე ცხოვრობს და სასწაულები ხდება ყოველ წამს მიიწვია „ანაბასისელებმა“, მრავალრიცხოვანი მაყურებლები და სანაქებო მეგზურობა გაუწია სიკეთისა და სასწაულების ამ საოცარ სამყაროში.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებთ!

გვინდა ბედნიერი, ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა ვუსურვოთ, მზიანი და ლამაზი დღეებით სავსე იყოს ყველა მათგანის ცხოვრება.!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ღონისძიების ვიდეომასა და სიუჟეტი: 











კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება