მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა,რ ომ სამომავლოდ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რა ხარისხის განათლებას აძლევს ესა თუ ის უნივერსიტეტი სტუდენტს:
„ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანაში იყოს ხარისხიანი უმაღლესი განათლება, ტერიტორიულ ერთეულის მიუხედავად. ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, გათვალისწინებული იქნება, თუმცა, ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, დაფინანსების მოდელი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული და თუ რომელიმე უნივერსიტეტს შედეგები არ აქვს, მაგრამ ოდესღაც ერქვა უნივერსიტეტი, არ უნდა ვაფინანსოთ და არ ვზარდოთ მისი დაფინანსება.
ვიზრუნოთ იმაზე, რომ შედეგები მივიღოთ და თუ ასე არ ხდება, ალბათ პროფესიული მიმართულებით უნდა გადავერთოთ; უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვმა მიიღო ხარისხიანი განათლება და არა უბრალოდ დიპლომი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ