სიახლეები
სიახლეები

მაძიებელი პედაგოგების წარდგენა 19 ივნისიდან იწყება - რა იტვირთება eschool-ის სისტემაში?
09-06-2023
-
+


სკოლაში დასაქმებული მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და ცენტრში წერილობითი ფორმით მომართვის ვადები 2023 წლის 19 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სკოლის დირექტორების პლატფორმა“ ავრცელებს.

რა იტვირთება eschool-ის სისტემაში?

1. სამოქმედო გეგმა, რომელიც დამოწმებულია დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით. სამოქმედო გეგმაში უნდა ჰქონდეს შეტანილი 10 გაკვეთილი(20 გაკვეთილი) და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა აქტივობები მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება შეფასების დაგროვების გეგმაში - სამოქმედო გეგმის ველში; ;სამოქმედო გეგმას სჭირდება სკოლის დირექტორის ბეჭედი და ხელმოწერა.

2. გაკვეთილის გეგმა - 10 გაკვეთილის გეგმა (20 გაკვეთილის გეგმა) ჩატარებული გაკვეთილის გეგმა 10 გაკვეთილი (20 გაკვეთილი) მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - გაკვეთილის გეგმის ველში
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია 10 გაკვეთილის რეფლექსია (20 გაკვეთილის რეფლექსია) მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის ველში; ჩატარებული გაკვეთილის მოკლე ანგარიში 10 გაკვეთილის ანგარიში (20 გაკვეთილის ანგარიში) ან 1 ანგარიში, სადაც თითოეული გაკვეთილი ცალ-ცალკეა განხილული იწერება ტუტორის/დირექტორის მიერ. მაძიებლის მიერ იტვირთება მაძიებელი მასწვლებლის პროფესიულ საქაღალდეში - ტუტორის/დირექტორის ანგარიშის ველში;

3. კლასგარეშე აქტივობების გეგმა (დადგენილი რაოდენობა არ არის) სამოქმედო გეგმაში კლასგარეშე აქტივობების რაოდენობა შეაქვს დირექტორთან შეთანხმებით. მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - კლასგარეშე აქტივობის გეგმის ველში;

კლასგარეშე აქტივობების რეფლექსია იმდენი, რამდენი კლასგარეშე აქტივობის გეგმაცაა. მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - კლასგარეშე აქტივობის რეფლექსიის ველში; კლასგარეშე აქტივობის ანგარიში იმდენი, რამდენი კლასგარეშე აქტივობის გეგმაცაა იწერება ტუტორის/დირექტორის მიერ მაძიებლის მიერ იტვირთება მაძიებელი მასწვლებლის პროფესიულ საქაღალდეში - ტუტორის/დირექტორის ანგარიშის ველში;

4. თვითშეფასება 1 იწერება მაძიებელი მასწავლებლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში მაძიებელი. მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - თვითშეფასების ველში;

5. კურსის რეფლექსია - აკადემიური კურსში შემავალი 5 მოდულის რეფლექსია. აკადემიური კურსში შემავალი 5 მოდულის რეფლექსია მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - კურსის რეფლექსიის ველში;

6. კვირის რეფლექსია - 12 ც.12 კვირის რეფლექსია მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - კვირის რეფლექსიის ველში;

7. ტუტორის/დირექტორის ანგარიში 10 გაკვეთილის (20 გაკვეთილი) ანგარიში+ კლასგარეშე აქტივობის ანგარიში ან 1 ვრცელი ანგარიში.

ვრცელ ანგარიშში ტუტორმა/დირექტორმა დაწვრილებით უნდა მიმოიხილოს და შეაჯამოს მაძიებლის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა და მთლიანი მაძიებლობის პერიოდი. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ იტვირთება მაძიებელი მასწვლებლის პროფესიულ საქაღალდეში - ტუტორის/დირექტორის ანგარიშის ველში;

8. სამოქმედო გეგმის ანგარიში - როგორ შეასრულა სამოქმედო გეგმა. მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - სამოქმედო გეგმის ანგარიშის ველში;

9. თვითგანვითარებაზე ზრუნვა. რაოდენობა არ არის დადგენილი. რაოდენობა შეაქვს დირექტორთან შეთანხმებით. მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიულ საქაღალდეში - თვითგანვითარებაზე ზრუნვის ველში;

10. სხვა ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მაძიებელმა მასწავლებელმა განხორციელა მაძიებლობის პერიოდში და თვლის, რომ საჭიროა მისი გამოქყვენება.

აღნიშნული აქტივობის განხორციელება სავალდებულო არ არის, მაგრამ ტექნიკურად საჭიროა რაიმე დოკუმენტი იყოს ატვირთული ამ გრაფაში, ამიტომ შესაძლებელია ნებისმიერი დოკუმენტის ატვირთვა. მაძიებელი მასწავლებლის მიერ იტვირთება პროფესიული საქაღალდეში - ველში სხვა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება