სიახლეები
სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების გაუმჯობესებისთვის საჭირო ეფექტური სტრატეგიები სკოლაში“- სამტრედიის N6 სკოლის დირექტორის - ლეილა კუბლაშვილის საინტერესო სტატია
09-06-2023
-
+


მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი, ბიოლოგი ლეილა კუბლაშვილი სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე, სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, დირექტორი სასკოლო საზოგადოებას საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმ მთავარ გამოწვევებზე ესაუბრება, რომლებიც ბილოგიის სწავლებისას მისთვის და მისი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია. 45-წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ, პედაგოგს ნათლად დაანახა ის ეფექტური სტატეგიები, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის.

ლეილა კუბლშვილიმა სტატია - „ბიოლოგიის სწავლების გაუმჯობესებისთვის საჭირო ეფექტური სტრატეგიები სკოლაში“, მოამზადა. მას უცვლელად ჩვენ გთავაზობთ.

„XXI საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში მთავარი თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებაა. სწავლების თანამედროვე მიდგომებით, მოსწავლე აღარ არის პასიური ჭურჭელი, რომლის ცოდნით ავსება ევალება მხოლოდ  მასწავლებელს. პროცესი მოითხოვს მოსწავლის აქტიურ მოქმედებას, დამოუკიდებელ აზროვნებას, აღიარებულ მოსაზრებებში დაეჭვებას, ვარაუდების გამოთქმას, იდეების მოწოდებას და შემოქმედებითობას.

საქართველოს განათლების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა მოსწავლის აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ’’სკოლამ სასწავლო პროცესის ისეთი წარმართვა უნდა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ როგორც გუნდურობის შეგრძნება, ასევე სწავლისადმი ინტერესი’’,- ვკითხულობთ განათლების სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩემს მიერ გამოყენებული აქტიური სწავლების მნიშვნელოვანი მეთოდები, სპეციფიკა და თავისებურებები საბუნებისმეტყველო საგნებში, კონსტრუქტივისტული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს. საჭიროა მიდგომები, რომლებიც მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობის გამოყენებაზეა ორიენტირებული. სწავლების დროს მასწავლებელმა უნდა შეძლოს ეფექტურად გამოიყენოს სტრატეგიები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში, გაზრდის სწავლს მოტივაციას და განავითარებს მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებს.

ჩემი მიზანია უკვე არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა და გამოყენება, რათა უკეთ შევძლოთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ამოცანების განხორციელება ბიოლოგიის სწავლებისას სკოლაში.

ბიოლოგიის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბებაა. ეს უნარი მოსწავლეებში განსხვავებული ხარისხით არის განვითარებული და ასაკთან ერთად იხვეწება. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი მოსაზრების დასაბუთებულად წარდგენა და საკუთარი აზრის დაცვა, მოზრდილი ადამიანებისთვისაც, პრობლემას წარმოადგენს. უდავოა, რომ სასკოლო განათლებას შეუძლია და ევალება კიდეც, ბევრი გააკეთოს ამ მიმართულებით. მეტად მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მოამზადოს მოსწავლეები ცხოვრებისათვის, ცვლილებებისათვის, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში მათ წინაშე წარმოშობილი პრობლემებისა და ამოცანების გადაწყვეტა.

ბოლო წლებში ბიოლოგიის შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზისას შევამჩნიე, რომ ზოგიერთ მოსწავლეს აქვს ადრინდელზე დაბალი შედეგები აღნიშნულ საგანში. ასევე, გაკვეთილებზე მათ საუბარში შევნიშნე საჭირო ტერმინოლოგიების გამოყენების დეფიციტი. ჩემს წინაშე წარმოიშვა პრობლემა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად სასურველი შედეგები ვერ მივიღე მოსწავლეთა ნაწილისგან შემაჯამებელი სამუშაოებზე და მოსწავლეებს უჭირთ საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემა ბიოლოგიის გაკვეთილზე.

ამის შესახებ გავესაუბრე სკოლის სხვა მასწავლებლებთან, განვიხილეთ თუ როგორი შედეგები აქვთ ჩვენს მოსწავლეებს. აღმოჩნდა, რომ იგივე პრობლემის წინაშე იდგა საგნის სხვა მასწავლებლებიც. დავიწყეთ ფიქრი, თუ რა შეიძლება იყოს პრობლემის არსებობის მიზეზი. მისი გადაწყვეტა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სკოლის მასწავლებელთა დიდი ნაწილისათვის. პრობლემა აქტუალურად ჩავთვალე და გადავწყვიტე ამ პრობლემის გადაჭრაზე მეტი ყურადღებით მემუშავა. საჭიროდ მივიჩნიე მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე მეტი ყურადღებით მემუშავა, შედეგად უკეთესი შედეგები ვივარაუდე არა მხოლოდ ბიოლოგიის, არამედ ყველა სხვა საგნის სწავლაშიც. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ არგუმენტირებული მსჯელობის და აზრის ლაკონურად ჩამოყალიბების უნარი. შედეგად ისინი საზოგადოების კონკურენტუნარიანი წევრები იქნებიან და ცხოვრებაშ მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად წინააღმდეგობებსაც ადვილად გადალახავენ.

სწორედ ამიტომ დავიწყე მუშაობა ’’ბიოლოგიის სწავლების გაუმჯობესებისათვის საჭირო ეფექტური სტრატეგიებისთვის სკოლაში’’.

აღმოჩნდა კიდეც პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. ესენია: მოსწავლეთა ნაწილის სწავლის ნაკლები მოტივაცია. მოსწავლეები ვერ ხედავენ ბიოლოგიის გაკვეთილზე ნასწავლი მასალის საჭიროებას ცხოვრებაში. საგაკვეთილო პროცესში ნაკლები ჩართულობა, სამეცნიერო დამხმარე ლიტერატურის ნაკლები გამოყენება, მეცნიერულ ტერმინოლოგიაზე ნაკლები ყურადრების მიქცევა.

პრობლემის არსებობის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ გაკვეთილზე სწავლების ინოვაციური მეთოდების ნაკლები გამოყენება. ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატაების ნაკლები უზრუნველყოფა გაკვეთილებზე, რაც სასკოლო ლაბორატორიის გაუმართაობიტ არის გამოწვეული. ბიოლოგიის სწავლების მოტივაციის დაბალი დონის ერთ -ერთი მიზეზი შეძლება იყოს მოსწავლეთა ზედმეტი დამოკიდებულება კომპიუტერულ პროგრამებზე (ზედმეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან და აღარ რჩებათ დრო წიგნებთან სამუშაოდ).

აშკარა გახდა, რომ სწავლების მიდგომები გასაუმჯობესებელია, რათა შემდეგ შესაძლებელი იყოს მისი მორგება XXI საუკუნის საჭიროებებთან. ყველა მოსწავლემ უნდა შეიძინოს დარგობრივი ენით ოპერირების უნარს. უნდა გაიზარდოს სწავლის პროცესში ექსპერიმენტულ სამუშაოებში და ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის ხვედრითი წილი. ეს საშუალებას მისცემთ მათ აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზება.

კიდევ ერთხელ გავეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას. ბიოლოგიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

  • მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი ცოცხალი სამყაროს შესწავლის მიმართ;
  • მოსწავლემ შეძლოს ბილოგიური კანონზომიერების გაანალიზება;
  • მოსწავლემ შეძლოს ორგანიზმში და გარემოში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების ურთიერთდაკავშირება;
  • მოსწავლეს გამოუმუშავდეს კვლევითი უნარჩვევები;
  • მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს გარესამყაროს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება;
  • მოსწავლემ გააანალიზოს ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა;
  • მოსწავლემ შეიძინოს დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია ყოველი გაკვეთილი დაიგეგმოს და ჩატარდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად ექსპერიმენტებისა და სხვა სახალისო აქტივობების გამოყენებით“,- ვკითხულობთ სტატიაში. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება