მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები საგნის კომპეტენციის გამოცდისთვის ემზადებიან. ბუნებრივია, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც აღნიშნულ გამოცდებზე პირველად გადის და გამოცდილება არ აქვს.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე გახვალთ? რა არის მნიშვნელოვანი და რას არ უნდა დაუთმოთ ზედმეტი დრო?
გამოცდის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოცდო ცენტრში დროულად გამოცხადებაა, რადგან რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარავინ დაიშვება.
გამოცდის დღე და საათი მითითებული იქნება თქვენს საგამოცდო ბარათზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც აპლიკანტებს გამოცდის დღე ან საათი ეშლებათ, ამიტომ უმჯობესია, წინასწარ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას.
მასწავლებლის გამოცდები 6 ივლისიდან დაიწყება - დეტალები
გამოცდაზე თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, რადგან მათი წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
თუ საგამოცდო ცენტრში შესვლამდე დამხმარე მასალას ან ლექსიკონს გადახედავთ, აღნიშნული ნივთები რეგისტრაციის დროს თავადვე ჩააბარეთ. ასევე არ შეგყვეთ საგამოცდო ტერიტორიაზე მობილური ტელეფონი, კალკულატორი, სხვა ელექტრონული ხელსაწყო ან საათი, რადგან მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოცდიდან მოიხსნებით.
ყურადღებით მოუსმინეთ კურატორს წესების ახსნის დროს და ნუ გააკეთებთ ნურაფერს ნებართვის გარეშე, არც საგამოცდო ტესტზე მუშაობა დაიწყოთ იქამდე, სანამ მითითებას არ მოგცემენ.
პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ერთად, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პასუხების ფურცელი ხარვეზიანია, ასეთ დროს მისი შეცვლის უფლება გაქვთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ დაუზიანებელი პასუხების ფურცელი გაქვთ ხელთ, მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ სექტორის უწყისში ხელი.
ტესტზე სამუშაოდ დროის ეფექტურად გადანაწილება უმნიშვნელოვანესია. თუ შეგხვდათ დავალება, რომელზე პასუხიც არ იცით ან დარწმუნებული არ ხართ, დროს ნუ დაკარგავთ, გადადით შემდეგზე. საგამოცდო დროის მიმდინარეობისას იმდენჯერ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ პასუხგაუცემელ დავალებას, რამდენჯერაც მოისურვებთ, ამიტომ უმჯობესია, ჯერ ის დავალებები შეასრულოთ, რომელთა პასუხებიც ზუსტად იცით.
პირველ რიგში იმ პასუხების მონიშვნა, რომლებშიც დარწმუნებული ხართ, დაგეხმარებათ იმაში, რომ დათვალოთ და განსაზღვროთ რამდენი ქულა გაკლიათ ბარიერის გადასალახად, შემდეგ კი მიუბრუნდით ისევ ტესტს და განაგრძეთ მუშაობა.
ღია კითხვებზე უპასუხეთ მხოლოდ კონკრეტულად ის, რასაც გეკითხებიან. დავალების ფუჭი სიტყვებით განვრცობა ქულას ვერ მოგიტანთ, ამიტომ წერეთ მოკლედ, კონკრეტულად და გასაგებად.
ნუ დატოვებთ კითხვებს უპასუხოდ. წერითი დავალების დროს ეცადეთ, შეძლებისდაგვარად დაწეროთ, რასაც გთხოვენ. უმჯობესია ნაკლები ქულა მოიპოვოთ, ვიდრე სულ არაფერი, ამიტომ პასუხის ფურცელი ცარიელი არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ.
პასუხების ფურცლის შესავსებად გამოიყენეთ მხოლოდ ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალამი. პასუხების ფურცელზე ნუ დაწერთ ისეთ რამეს, რაც შეიძლება მაიდენტიფიცირებელ ნიშნად ჩაითვალოს (სახელი, ნომერი, მისამართი, წარწერა, ფიგურა, რომელიც დავალებას არ უკავშირდება და ა.შ.)
საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე შეწყვიტეთ ტესტზე მუშაობა და პასუხების ფურცელი ჩააბარეთ კურატორს.
საგამოცდო ცენტრიდან გასვლისას არ დაგავიწყდეთ ნივთები, რომლებიც რეგისტრაციისას დატოვეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ