სიახლეები
სკოლები

„ოთხი წელიწადი ანბანის სამყაროში“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
12-06-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი დამრიგებლისთვის -  ნესტან დავითაძისთვის ემოციური მოვლენაა.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, დამრიგებლის ხელმძღვანელობით მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება თემაზე - „ოთხი წელიწადი ანბანის სამყაროში“ მოაწყვეს.

ზეიმს პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

„ბავშვებმა თბილი სიტყვებითა და მოგონებებით გაიხსენეს გავლილი 4 წელიწადი, რომელიც ცოდნის ტაძარში გაატარეს. პატივისცემით, სიყვარულით, მოკრძალებით აღწერეს პედაგოგების ჯაფა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მეოთხეკლასელებმა ღონისძიებაზე, ასევე, ნაწარმოების ინსცენირება წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ცეკვებითა და სიმღერებით ზეიმი გაალამაზეს.

„დამრიგებელმა - ნესტან დავითაძემ და სკოლის დირექტორმა ნათელა ტაკიძემ მიულოცეს მოსწავლეებს ლამაზი ცხოვრების ერთი ფურცელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ზეიმის ბოლოს პედაგოგებმა მშობლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბავშვებმა კი დედებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ვარსკვლავი გაუხსნეს.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება