სიახლეები
სკოლები

„ანბანის გაცილება“ - ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
12-06-2023
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით I კლასში, დამრიგებლის ნანა კვარაცხელიას ორგანიზებით, საინტერესო ზეიმი - „ანბანის გაცილება“ ჩატარდა.

ღონისძიება მუსიკალურად კი პედაგოგმა - ბაბილინა ბიჭიაშვილმა გააფორმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე ძალიან სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„სცენარის მსვლელობისას დახმარება გაგვიწია მეოთხეკლასელმა - ელენე კვარაცხელიამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომინაციაში სამახსოვრო სიგელები მიიღეს, რამაც წარმოდგენა მეტად გაახალისა.

„სკოლა ყველა პატარას ულოცავს პირველი კლასის დამთავრებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს მათ“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება