სიახლეები
სკოლები

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმი“, კერძო სკოლებთან ერთად, უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს
12-06-2023
-
+


რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ყოველთვის გამორჩეული პროექტები თუ ღონისძიებები იმართება. 

„მილენიუმი“ საქართველოს კიდევ ოთხი ქალაქის - გორის, ბოლნისის, ქუთაისისა და ბათუმის კერძო სკოლებთან -  „დავითიანთან“, „მომავლის სკოლსთან“, „მეცნიერებათა სკოლასთან“, „სკოლა ეისთან“, „თამარიონსა“ და „მერმისთან“  ერთად უპრეცენდენტო პროექტს ახორციელებს. 

აღნიშნული პროექტი ამ ქალაქთა კერძო სკოლების დამეგობრებას, თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მოქმედებას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს მონაწილე სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი კონკურსების, კონფერენციების, ოლიმპიადების მოწყობას, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას და სხვა.

ბოლნისის სკოლა „დავითიანის“ მიერ „მილენიუმში“ ჩატარებული სპექტაკლი ამ პროექტის ერთ-ერთი ღონისძიება იყო.

„სიცოცხლემისჯილნი“, თავდაპირველად, გორში, ჩვენი პარტნიორი სკოლის, „თამარიონის“, დღეებზე ვიხილეთ. სწორედ იქ გაფორმდა ჩვენი სკოლების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ბოლნისელი ნორჩი მსახიობების რუსთავში ვიზიტიც გადაწყდა. სპექტაკლი აფხაზეთის ომის თემატიკას ეძღვნებოდა. მოქმედება ვითარდება თავშესაფარში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყრიდნენ თავს ომის დროს, ნაჩვენებია თითოეული ადამიანის პირადი ტრაგედია.
ჩვენს პროექტს მშვენიერი ამ სპექტაკლით ჩაეყარა საფუძველი. იმედია, ის კიდევ უფრო მშვენიერი და სასარგებლო ღონისძიებებით განვითარდება“,- ამბობენ „მილენიუმში“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ჩვენთან კადრების დეფიციტი არ იქნება, ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

„წელს ჩვენი სკოლას 9 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათი ნაწილის სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპიერებს...“ 




საინტერესო

„ჩვენთან კადრების დეფიციტი არ იქნება, ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება