სიახლეები
სკოლები

„საუბრები ხელოვნების შესახებ“ - ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
12-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, მრავალფეროვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ტარდება.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ კარინე ჩოგანდარიანთან ერთად,  ხელოვნებაში გავლილი მასალა შეაჯამეს. 

კლასში, თემაზე - „საუბრები ხელოვნების შესახებ“ პრეზენტაცია ორ - ქართულსა და სომხურ ენებზე გაიმართა.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ხელოვნების დარგების, ნიმუშების შესახებ ისაუბრეს.

მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

პრეზენტაციის ბოლოს კი სკოლაში გამოფენა მოეწყო, სადაც ბავშვების ნამუშევრები იყო წარმოჩენილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას მასწავლებლები, სხვა საფეხურის მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

მსგავსი ღონისძიებები და პრეზენტაციები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

„ჩვენთან კადრების დეფიციტი არ იქნება, ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



პიროვნება
სკოლები

ბეითარ აბჩის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს 5 პირველკლასელი ეყოლებათ

„წელს ჩვენი სკოლას 9 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათი ნაწილის სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპიერებს...“ 




საინტერესო

„ჩვენთან კადრების დეფიციტი არ იქნება, ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

სიახლეები
საზოგადოება