სიახლეები
სკოლები

მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლაშქრობა მოეწყო
12-06-2023
-
+


როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეები, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის მასწავლებლებთან ერთად, ბუნებაში იმყოფებოდნენ, მათ ლაშქრობა მოაწყვეს. 

აქტივობის მიზანი, ბუნების მიმართ, მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაცნობიერება და გარემოს მდგრადი განვითარების,  გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში მათი აქტიური ჩართვა იყო. 

მოსწავლეებმა ლაშქრობაზე დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და აღნიშნულ თემაზე კედლის გაზეთს გამოუშვებენ.

„ჩვენი სოფლის შფოთიანი წარსულის მიზეზის, „ნიგზარა“ მთის დასალაშქრად წავედით. ჩვენი სოფელი მთებითაა გარშემორტყმული. წლების წინ, მოსახლეობისთვის წვიმის მოსვლა დიდ საშიშროებას წარმოადგენდა, რადგან „ნიგზარა“ მთიდან უზარმაზარი მთის ლოდები მოჰქონდა და ყველაფერს ანადგურებდა, ინგრეოდა სახლები, იხოცებოდა პირუტყვი, უფროსი თაობის ადამიანებისგან ვიცით, რომ უეცრად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელიც არაყს ხდიდა და წვიმას არ შეუშინდა, დაახრჩო.
მიზეზი ნიგვზარა მთაზე ხეების მოჭრა და ყანების დამუშავება იყო, მოსწავლეებმა ნახეს ქვის ლოდები, რომელიც ღელის კალაპოტში ახლაც არის შემორჩენილი, გაიფართოვეს ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა ხრამების, მეწყერების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ, რაც ადამიანის უპასუხისმგებლობით და დაუდევრობითაც არის გამოწვეული.
ლაშქრობა „ნიგვზარა“ მთაზე შთამბეჭდავი და საინტერესო  გამოვიდა, გადავიღეთ სამახოვრო ფოტოები, მოსწავლეები მუშაობენ კედლის გაზეთის გამოშვებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან

პიროვნება
სკოლები

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება