სიახლეები
სკოლები

წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოთხი წარმატებული წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს 
13-06-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელებს ემშვიდობებიან. ეს ემოციური, მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის.

სწორედ ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მათი მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნასწავლი წარმოაჩინეს, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მათ ასევე მასწავლებლების ამაგი აღნიშნეს -  პედაგოგებს გაწეული ამაგისა და სწავლაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მათ მე-5 კლასში წარმატებით გადასვლა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

„ოთხმა მე-4 კლასმა დაამთავრა თავისი სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპი და მე-5 კლასში გადავიდა. ძალიან ემოციური აღმოჩნდა ეს დღეები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მასწავლებლებისთვისაც. მათ შორის, ორმა მათგანმა, ეთო კაპანაძემ და ქეთი ცარციძემ პირველი სადამრიგებლოები გააცილეს. მთელი ღამე არ მეძინა და ბავშვებზე ვფიქრობდიო, როგორ შევეჩვიე და როგორ უნდა ვიყო ამათ გარეშეო - სხვადასხვა ინტერპრეტაციებით მესმოდა ყველა ღონისძიების შემდეგ, ჩემს კაბინეტში შემოსულები, ცოტა დაბნეულები რომ ამბობდნენ. ამ დიდი სიყვარულითა და რუდუნებით შექმნილი ურთიერთობები ყოფილიყოს ყველას მომავალი წარმატების საწინდარი! მიხარია, რომ ასეთები მყავხართ!“, - ამბობს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი.

მე-4 კლასების დამრიგებლები არიან:

IV- ეთერ ნადირაძე; 

IV- ლელა მუმლაძე;

IVგ  - ქეთი ცარციძე;

IV- ეთო კაპანაძე.

„ემოციური დღე გვქონდა, გავაცილე ჩემი გულის და სულის ნაწილები, თუმცა წინ კიდევ მთელი ცხოვრება გვაქვს უამრავი კარგი ამბისთვის. ამ უსაყვარლესი ვიდეოსთვის კი უდიდესი მადლობა ანა კაპანაძეს“, - წერს პედაგოგი ეთო კაპანაძე.

ღონისძიება საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან

პიროვნება
სკოლები

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება