სიახლეები
სკოლები

„რაც მეტი იცი წარსულზე, მით უფრო მზად ხარ მომავლისათვის“ - ტოლების საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა
13-06-2023
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ, სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისა და გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების: ც. ჭკუასელის, გ.ლორიას, ნ.სიხარულიძის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა სასწავლო პროექტი თემაზე - „რაც მეტი იცი წარსულზე, მით უფრო მზად ხარ მომავლისათვის“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასალა პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი - „ფერეიდნელი ქართველები“ და ქართული ფილმი - „მამლუქი“.

„მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამით კიდევ უფრო აიმაღლეს სამშობლოსადმი სიყვარული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ პროექტზე მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მუშაობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი წარმატებით განხორციელდა.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა 

 ბალხოს საჯარო სკოლა პირველკლასელთა დასახვედრად ემზადება 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - NAEC-ის ბოლო გაფრთხილება და რჩევები 

2024 წლის სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით -  რომელ საგანში ჰქონდათ საუკეთესო შედეგები აბიტურიენტებს 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან

პიროვნება
სკოლები

ალგეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ - დირექტორი, აზადა მურადოვა ახალგაზრდებს წარმეტბულ მომავალს უსურვებს

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება